
121 ოჯახი გარემონტებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 121 ოჯახზე გათვლილი სოციალური სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძემ სოფელ ერგეში სოციალური სახლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კარკასის მშენებლობა დასრულებულია, ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. პარალელურად, კეთილმოეწყობა კომპლექსის გარე სივრცე, გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობაც.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, 121 ოჯახი სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება. სოციალური სახლის მიმდებარედ, ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა უკვე დასრულდა.
მერთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მერის მოადგილეებმა და მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
გალერეა

