18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა
By

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს დღეს 41 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა, ეროვნული გმირის ოჯახის წევრებთან ერთად, მის ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს. თანამებრძლებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.

მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა.

გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

  • No Comments
  • აგვისტო 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *