By
200 ფრთა კაკაბი გაუშვეს
კაკბის პოპულაციის აღდგენისა და ბუნებრივი ეკოსისტემის გამდიდრების მიზნით, შუახევის მუნიციპალიტეტს საქველმოქმედო ორგანიზაცია „ატუმ“ 200 ფრთა ადგილობრივი სახეობის კაკაბი გადასცა.

ფრინველები ველურ ბუნებაში, ჭვანისა და მარეთის ხეობებში, წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე გაუშვეს. აქცია განხორციელდა აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის კომიტეტის ინიციატივითა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. მასში მონაწილეობდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
ცოტნე ცაბაძე