19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა
By

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა

2007 წლის 7 ნოემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი  რთულად გასახსენებელი დღეა.მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ თბილისში საპროტესტო აქციები 2007 წლის 2 ნოემბერს დაიწყო. 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლის გადაწყვეტილება მიიღო. პარალელურად აქციები იმართებოდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან.

2007 წლის 7 ნოემბრის აქცია პოლიციის მიერ მონაწილეთა დაშლით, ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დასრულდა. იმავე საღამოს ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა და მაუწყებლობა გაითიშა.

7 ნოემბერს აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.

  • No Comments
  • ნოემბერი 7, 2024

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *