2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა
By

2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25 816.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10.1 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 7 291.2 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 11.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 18 525.2 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წელს 11 234.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5 პროცენტია.

  • No Comments
  • იანვარი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *