2025 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდული მოცულობა – 4.690.2 მილიონი დოლარი შეადგინა
By

2025 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდული მოცულობა – 4.690.2 მილიონი დოლარი შეადგინა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო მიღებული შემოსავლების კუთხით.

უწყების ცნობით, გასულ წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა – 4.690.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„2025 წლის მეოთხე კვარტალში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 9.2%-ით გაიზარდა და 1,052.4 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. 2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ისრაელიდან (34.3%-ით და 586.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), ევროკავშირიდან (15.6%-ით – 660.4 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანიდან (32.5%-ით – 223.3 მლნ აშშ დოლარი), საუდის არაბეთიდან ( 15.8%-ით – 141.3 მლნ აშშ დოლარი), სომხეთიდან (7.7%-ით – 169.5 მლნ აშშ დოლარი), უკრაინიდან (5.9%-ით – 157.6 მლნ აშშ დოლარი)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • იანვარი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *