2026 წელს დაგეგმილი პროგრამები გააცნეს
By

2026 წელს დაგეგმილი პროგრამები გააცნეს

ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, აჭარის მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელმა აჭარის მუნიციპალიტეტების მერებს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროგრამები და აქტივობები გააცნო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებისთვის ხელსაყრელი და სრულფასოვანი გარემოს შესაქმნელად ცენტრალური და მუნიციპალური უწყებების მჭიდრო თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დაიგეგმა საერთო აქტივობები, რომელიც მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

სამუშაო შეხვედრის შემდეგ, ვახტანგ ბააკაშვილმა, სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ანა ბუხრაშვილმა და პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე ცვარიანმა აჭარის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს და მათ სხვადასხვა თემატური მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდობის სააგენტოს გუნდის მიზანი საქართველოს ყველა რეგიონში სტუმრობა და 2026 წელს დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა.

  • No Comments
  • თებერვალი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *