212 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი – ,,ბათუმის აეროპორტში’’
By

212 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი – ,,ბათუმის აეროპორტში’’

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „ბათუმის აეროპორტის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 212 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, აღნიშნული აკრძალული მედიკამენტები 4 ცალ სხვადასხვა დასახელების ფარმაცევტული პროდუქციის შეფუთვებში, ვიტამინის აბებთან ერთად, მალულად ჰქონდა განთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *