By
23 თებერვლამდე თბილი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 21-23 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 21-22 თებერვალს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 23 თებერვალს გაწვიმდება, მაღალ მთაში ზოგან მოთოვს და ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22 თებერვალს დღის მეორე ნახევარში და 23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.