By
24-25 ოქტომბერს აჭარაში უნალექო ამინდია ნავარაუდევი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24-25 ოქტომბერს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +19 გრადუსია. სინოპტიკოსების ცნობით, 26 და 27 ოქტომბერს [კვირას და ორშაბათს] აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად წვიმიანი ამინდი.