By
26 იანვრიდან უნალექო ამინდს ვარაუდობენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-25 იანვარს ქვეყნის მასშტაბით ნალექიანი ამინდი, 26 იანვრიდან კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 – 25 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +6, +8, დღისით +14 +16 გრადუსი დაფიქსირდება“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.