
By
27-28 ივლისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 26-28 ივლისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 26-27 ივლისს, მაღალი ტემპერატურის ფონზე, ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 26 ივლისს ზოგან გაწვიმდება, 27-28 ივლისს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.