29 აგვისტოს, იუსტიციის სახლები 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებენ
By

29 აგვისტოს, იუსტიციის სახლები 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებენ

იუსტიციის სახლი ჩამონათვალს ავრცელებს, თუ  რომელი იუსტიციის სახლები იმუშავებენ  და რა სახის მომსახურება იქნება შესაძლებელი მოსახლეობისთვის 29 აგვისტოს გამოცხადებულ უქმე დღეს.

„გაცნობებთ, რომ 29 აგვისტოს გამოცხადებულ უქმე დღეს თბილისის ცენტრალური, ბათუმის №1 და ქუთაისის იუსტიციის სახლები 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული ფილიალები დაჩქარებულ რეჟიმში მხოლოდ პიროვნებასთან დაკავშირებულ ძირითად სერვისებს გასცემენ. სერვისების ჩამონათვალის სრულად ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

29 აგვისტოს ასევე გაიცემა მზა დოკუმენტები როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით. 29 აგვისტოს სტანდარტული გრაფიკით იმუშავებენ ქორწინების სახლები და სატელეფონო ცენტრი“, – ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • No Comments
  • აგვისტო 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *