31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის დღეა
By

31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის დღეა

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე 1996 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ, რაც შავი ზღვის აუზის ექვსი ქვეყნის წარმომადგენელმა სტამბოლში ხელი მოაწერა შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს. „მიმდინარე წელს გაფართოვდა საკვლევი არეალი და კვლევები, ყოველთვიურად, უკვე 14 წერტილში ხორციელდება; ისაზღვრება ჰიდრო-ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში ახორციელებს კვლევის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა წყლის ეკოლოგია და წყლის ბიომრავალფეროვნება. ამავდროულად, სააგენტოს მიერ, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო წყლებში თევზის რესურსების შეფასებას და თევზების მარაგების დადგენას, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *