19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
39 ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადაეცა
By

39 ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადაეცა

ხატია იაშვილი 55518 48 88 –

დღეს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კაპრეშუმში მცხოვრებ 39 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა. ბინების გადაცემის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა. მისი თქმით, პარტია ,, ქართული ოცნების’’ ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფაა.

,,დღეს 39 ეკომიგრანტ ოჯახს ახლად აშენებული ბინები გადავეცით. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში 500-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა. ყველამ კარგად იცის, რომ დაგეგმილი გრაფიკით მიდის ე.წ ,,ოცნების ქალაქის’’ მშენებლობა. მალე დასრულდება ახალი სახლის მშენებლობაც, სადაც 100-ზე მეტი ოჯახი დასახლდება‘’, – აღნისნა თორნიკე რიჟვაძემ.

სოციალური სახლი ხელვაჩაურის მერიამ ააშენა და იგი მუნიციპალიტეტს სამ მილიონამდე ლარი დაუჯდა. ეს მეოთხე სახლია, რომელიც ხელვაჩაურში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის აიგო. 2015 წლიდან დღემდე, ჯამში, მუნიციპალიტეტმა საცხოვრებელი ბინით 112 ოჯახი დააკმაყოფილა. ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საცხოვრებელ ფართს მუნიციპალიტეტში 70 ეკომიგრანტი ოჯახი საჭიროებს.

,,2015 წელს, დიდი წვიმების შედეგად, ჩვენი სახლი დაიმეწყრა. სამ წელზე მეტია, ქირით ვცხოვრობდით სოფელ კაპრეშუმში. ხელვაჩაურის მერია ბინას დაგვპირდა და მართლაც, ლოდინის შემდეგ, 7-სულიან ოჯახს 4-ოთახიანი ბინა გადმოგვეცა’’, – გვითხრა ტარიელ გორგილაძემ.

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე სამი სოციალური სახლია აშენებული კაპრეშუმში, ხოლო ერთი – ურეხში.

  • No Comments
  • იანვარი 8, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *