46 948 სამართალდარღვევა გამოვლინდა
By

46 948 სამართალდარღვევა გამოვლინდა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პარკირების ზედამხედველობის სამსახურმა, წელს 46 948 სამართალდარღვევა გამოავლინა, მათ შორის: 32 614 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა, ტროტუარზე დგომა- 5 264, ასევე, დგომა-გაჩერების 4 288 და სხვა ნიშნების დარღვევა.

უწყების ინფორმაციით, ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის 3 301, პარკირების წესის სხვა დარღვევისთვის 846, ველობილიკზე არასწორი პარკირებისთვის 476, შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომისთვის კი 159  მძღოლი დაჯარიმდა. ევაკუაციით საჯარიმოზე გადაყვანილია 3 177 ავტომობილი.

  • No Comments
  • ივლისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *