5000 ფერმერს 12 000 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა თანადაფინანსებით გადაეცემა
By

5000 ფერმერს 12 000 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა თანადაფინანსებით გადაეცემა

„სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში, 5000 ფერმერს 12 000 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა თანადაფინანსებით გადაეცემა. ინფორმაციას ამ სიახლის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს მოტოკულტივატორის, ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატის, მარცვლეულის საფქვავის, რძის აპარატის, მეფუტკრეობის, ჩირის, საოჯახო ღვინისა და სპირტის საწარმოო საშუალებების და სხვა ტექნიკის თანადაფინანსება. პროგრამის მიზანია საოჯახო მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების გაძლიერება, მათი ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაფართოება და აგროსასურსათო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *