19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
21 – 22 ივნისს – „ზაფხული იწყება აქ“
By

21 – 22 ივნისს – „ზაფხული იწყება აქ“

საკურორტო საზაფხულო ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, 21 – 22 ივნისს ბათუმში ფესტივალი `ზაფხული იწყება აქ~ გაიხსნება. ფესტივალი ტრადიციულად ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
დღის განმავლობაში ფესტივალზე იფუნქციონირებს ღია კაფე-ბარები, ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფრანების შოუ, ფესტივალზე მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი, მათ შორის, დრამების შოუ, კოსტუმირებული მსვლელობა, სტრიტ არტი, საბავშვო აქტივობები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საზაფხულო დეკორაციები და ინსტალაციები.
ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე, რომელიც ანბანის კოშკთან 19:00 საათის შემდეგ დაიწყება, ქართველი შემსრულებლები, ადგილობრივი და მოწვეული ბენდები და დიჯეები იზრუნებენ.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

21 ივნისი

19:00 – 19:30 -La Fiesta
19:30 – 20:00 – MOONLIGHT
20:00 – 20:30 – 4 up
20:40 – 21:30 – ურსა
22:00 – 22:30 – ქალთა აკადემიური კამერული გუნდისა და DJ ჩიკის კოლაბორაცია
22:00 – 23:30 – თიკა ბალანჩინი & NEW ONE
23:30 – 00:30 – DJ Guri de sal

22 ივნისი

18:00 – 19:00 – DJ bene
19:00 – 20:00 – The Emotion
20:00 – 21:00 – Mix2ra
21:00 – 22:00 – რეგიონი
22:00 – 23:00 – კახაბერი და ხანუმები
23:00 – 00:30 – DJ

დასწრება თავისუფალია!

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *