19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
60 მომიტინგე დააკავეს
By

60 მომიტინგე დააკავეს

კვირას დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში პრო-პალესტინელები შეიჭრნენ. ასობით აქტივისტი ისრაელიდან დაგეგმილ რეისს აპროტესტებდა და ლტოლვილებზე თავდასხმას გეგმავდა. უსაფრთხოების ძალებმა აეროპორტი დროებით დახურეს და აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანეს. დემონსტრაციისას დაშავდა 20 ადამიანი მათ შორის სამართალდამცველებიც. პროტესტის გამო თელ-ავივიდან გამოფრენილი თვითმფრინავი, მაჰაჩყალას ნაცვლად, ალტერნატიულ აეროდრომზე დაეშვა.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, სამართალდამცავებმა, ისრაელიდან თვითმფრინავის ჩაფრენის შემდეგ დაღესტნის აეროპორტში მომიტინგეების შეჭრისა და არეულობის ფაქტზე 60 პირი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 150 ყველაზე აქტიური მომიტინგე.
აეროპორტში მომხდარი ძალადობის შედეგად ცხრა პოლიციელი დაშავდა, ორი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • No Comments
  • ოქტომბერი 30, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *