შინაურ ბინადარ ცხოველთა მეპატრონეების ვალდებულებებსა და ვადებზე ისაუბრეს
By

შინაურ ბინადარ ცხოველთა მეპატრონეების ვალდებულებებსა და ვადებზე ისაუბრეს

 

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის თაობაზე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე დაესწრო, სადაც საკანონმდებლო პაკეტის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ისაუბრეს საქართველოს მთავრობის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების მიერ დასამტკიცებელი სამართლებრივი აქტების მიღების ვადებზე.
შეხვედრაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა მეპატრონეების ვალდებულებებსა და იმ ვადებზე ისაუბრეს, რომლის განმავლობაშიც მათ საკუთარი შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიმართონ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების სამინისტროების და თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები.

  • No Comments
  • ივლისი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *