
By
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქს დაარტყეს
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფედოროვის ინფორმაციით, რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქს დაარტყეს, არის მსხვერპლი.
„დილით რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქზე დარტყმები განახორციელეს. ორი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია“, – აცხადებს ივან ფედოროვი. მისივე ცნობით, რუსული ძალების იერიშების შედეგად 9 შენობა დაზიანდა.
„მძიმე და საშუალო მდგომარეობაში მყოფი ხუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – აღნიშნავს ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.