7 000 – მდე ფერმერს სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო ტექნიკა გადაეცემა
By

7 000 – მდე ფერმერს სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო ტექნიკა გადაეცემა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე პირველ მოადგილე არჩილ ბერიძესთან და პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის უფროსთან ჯამბულ აბულაძესთან ერთად, ფერმერებზე ტექნიკის გაცემის პროცესს დაესწრო. 7 000 – მდე ფერმერს სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო ტექნიკა გადაეცემა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში, მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების სხვადასხვა საშუალების თანადაფინანსება. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანი, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების მხარდაჭერა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა.

ფერმერებს პროგრამის ფარგლებში მოტოკულტივატორის, ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატის, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, მარცვლეულის საფქვავის, რძის აპარატის, მეფუტკრეობის, ჩირის, საოჯახო ღვინისა და სპირტის საწარმოო საშუალებებისა და სხვა ტექნიკის შეძენა თანადაფინანსებით შეეძლებათ.

  • No Comments
  • სექტემბერი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *