19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება მოსალოდნელია
By

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება მოსალოდნელია

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა იკლო ამ მხრივ ყველაზე საგანგაშო ვითარების მქონე იტალიაში, პანდემია უფრო და უფრო მწვავდება. ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება აშშ-სა და ესპანეთში, სიტუაცია რთულდება რუსეთის ფედერაციაშიც, სადაც ჩვენი თანამემამულეების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს.
ვირუსის გავრცელების პიკი ჯერ არ დამდგარა საქართველოში, დღეის მონაცემებით, 214 ინფიცირებული და 50 გამოჯანმრთელებული გვყავს. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ კოვიდ-19-ით დაავადებულთა რიცხვი 1000-1200-მდე გაიზრდება. ამ ფონზე, ბუნებრივია, დგება საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელების საკითხიც. ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აზრი ასეთია: ყველაფერი შესაძლებელია. ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან პირიქით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი ამოცნაა ადამიანების ჯანმრთელობა,” – განაცხადა პრემიერმა.

  • No Comments
  • აპრილი 9, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *