19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ განცხადებას ავრცელებს
By

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ განცხადებას ავრცელებს

ბათუმში, ლეონიძისა და შავშეთის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დროებით იცვლება #1, #1ა, #8 და #11 სამარშრუტო ხაზებზე მოძრაობის მიმართულება, – ამის შესახებ „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.„სამუშაოების დასრულებამდე, #1 და #1ა ავტობუსი, ლეონიძის ქუჩის ნაცვლად, გაივლის გენერალ ასლან აბაშიძის, ხახულისა და ვარშანიძის ქუჩებს, ხოლო სამარშრუტო ხაზი #8 ლეონიძის ქუჩის ნაწილის გავლის შემდეგ გადადის ხახულის, ვარშანიძისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, #11 სამარშრუტო ხაზი, შავშეთის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობს ანდრონიკაშვილის, სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების გავლით.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ბათუმის ავტოტრანსპორტის ცხელ ხაზზე: (0422) 24 76 76“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • No Comments
  • სექტემბერი 18, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *