19 C ბათუმი
Thursday 3rd July 2025
პეინტბოლის ჩემპიონატში ქედელებმა გაიმარჯვეს
By

პეინტბოლის ჩემპიონატში ქედელებმა გაიმარჯვეს

ცოტნე ცაბაძე 27 48 94 –

მიმდინარე წელს გამართულ პეინტბოლის ჩემპიონატში პირველობა ქედის მუნიციპალიტეტმა მოიპოვა.
– ეს არის ექსტრემალური, სამხედრო-სპორტული შეჯიბრი, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე საბრძოლო ქმედებების იმიტაციას სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე. ამისთვის გამოიყენება სპეციალური პნევმატური იარაღი (ე.წ. მარკერი) და საღებავიანი ჟელატინის ბურთულები (ტყვიები). ექსტემალური თამაში ეტაპობრივად, ექვსივე მუნიციპალიტეტში, ოლიმპიური სისტემით ჩატარდა, ფინალური ეტაპი კი ბათუმში გაიმართა. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისგან გადაეცა 1000-ს 500-ს და 300-ლარიანი ვაუჩერები, ასევე, მონაწილეობის სერტიფიკატი და მედლები. პეინტბოლის ჩემპიონატი ყოველწლიურად ტარდება  და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, – გვითხრა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ.

  • No Comments
  • ოქტომბერი 6, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *