
ძალადობის დასაძლევად
ცოტნე ცაბაძე 27 48 94 –
ქედაში ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის – ,,ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ – ფარგლებში საკრებულოს ხელმძღვანელების, დეპუტატების, გენდერული საბჭოს წევრების და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ქალთა პოლიტიკური მიმართულების ექპერტი მაია კუპრავა-შარვაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი, იურისტი ალექსანდრე სვანიშვილი უძღვებოდნენ.
დაასახელეს ფაქტები, რომლებიც ეხება ქალებთან შეხვედრების შედეგად გამოვლენილ საჭიროებებს, იდენტიფიცირებას, სამომავლო ინტერვენციების დაგეგმვას. ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრებს მოშაობის გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება მოსთხივეს.
პროექტი – ,,ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ დანიური ორგანიზაცია KNFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.