18 C ბათუმი
Saturday 14th June 2025
„მთის ფესტივალი“ – ხელვაჩაურში
By

„მთის ფესტივალი“ – ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, ,,მთის ფესტივალი” გაიმართა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის კულტურული, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, მოწყობილი იყო ბავშვთა გასართობი სივრცეები, სპეციალურად დამზადებული ინსტალაციები და დეკორაციები. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა მეწარმეებმა.
ფესტივალის პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული აქტივობები, რომლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართული ახალგაზრდები. გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.
ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

  • No Comments
  • ივნისი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *