18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ იწყება
By

სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ იწყება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს, წელსაც მოუწოდებს სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ფარგლებში, რეგიონში მოგზაურობისკენ. დეპარტამენტის ინფორმაციით, 1 ივლისიდან, კამპანიის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ იმოგზაურონ აჭარაში, შექმნან საინტერესო კონტენტი, გამომწერებს გაუზიარონ შთაბეჭდილებები და მოიგონ პრიზები.
წელს, კამპანიის საპრიზო ფონდი გაიზარდა და (100 ათასი ლარის ნაცვლად 150 ათასი ლარია). მონაწილეებს აჭარაში მოგზაურობით უფრო მეტი თანხის მოგების საშუალება ეძლევათ.
,,კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. წინა წლებში, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები. 2023 წელს კამპანიამ `გამომყევი აჭარაში~ სოციალურ ქსელებში 100 მილიონი, ხოლო 2024 წელს 240 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა“, – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კამპანიის პერიოდი: 1 ივლისი – 31 აგვისტოა.
რეგისტრაცია კი 16 ივნისიდან დაიწყება. მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

 

 

  • No Comments
  • ივნისი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *