19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება
By

ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

ხულოში ალპურ საძოვრებზე მგზავრთა უფასო გადაყვანის პროგრამა მოქმედებს, რომლით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ადგილობრივებს, ისე სტუმრებს.
მთაში მიმოსვლის მსურველებს ტრანსპორტი მოემსახურება შემდეგ მიმართულებებზე: ხულო-ბეშუმი-ხულო; ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანი; ღორჯომი-ზოტიყელი-ღორჯომი; ღორჯომი-ლეკნარი-ღორჯომი; მეკეიძეები-შავნაბადა-მეკეიძეები; დიდი რიყეთი-ლეკიძირის მთა-დიდი რიყეთი; საციხური-საციხურის მთა-საციხური; დიდაჭარა-დიდაჭარის მთა-დიდაჭარა; სხალთა-სარიჩაირი-სხალთა; ფაჩხა-ხულო-თეთრობი-ფაჩხა; წაბლანა-ხულო-თეთრობი-წაბლანა; კვატია-სამსმელო-კვატია; სხალთა-მაჭარელათი-სხალთა; ხიხაძირი-სარიჩაირი-ხიხაძირი; აგარა-ნათელათი-კუნჭულეთი-ქვაბიჯვარი-ჩიბუქნარი-აგარა; ვერნები-ვერნების მთა-ვერნები; დიოკნისი-ლოდიძირი-დიოკნისი.
ხულო-ბეშუმის მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს ყოველდღიურად, ხოლო სხვა მარშრუტებზე – სხვადასხვა გრაფიკით. გასვლა დილის 9 საათიდან.
ამ დროისთვის ტრანსპორტირების პროგრამა ხორციელდება ხულო-ბეშუმი-ხულოს, ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანის, დიოკნისი-ლოდიძირი-დიოკნისის მიმართულებით.
თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *