
By
კიევში რუსეთის თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, რუსების მიერ ღამით უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით და რაკეტებით განხორციელებული მასშტაბური შეტევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის კიევში დაშავებულია 44 ადამიანი. რუსებმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში 27 ლოკაცია დაბომბეს.
უკრაინული მედიის ცნობით, დანგრეული შენობების გაწმენდის და სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება, დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.