19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების ახალი ტალღა გაუშვა
By

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების ახალი ტალღა გაუშვა

ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო, ისრაელის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში, ასევე, სამხრეთის ზოგიერთ რაიონში, საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის, – ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.
„კიდევ ერთი დღე, კიდევ ერთი დაბომბვა ირანის მხრიდან. გავაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაცვას“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდაცვა რაკეტების მოსაგერიებლად მუშაობს.
ისრაელი და ირანი მეხუთე დღეა ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებენ. ირანში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, სულ მცირე, 224 ადამიანი დაიღუპა, ისრაელში კი – 24.

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *