შემეცნებითი სემინარი სტუდენტებისთვის
By

შემეცნებითი სემინარი სტუდენტებისთვის

საინფორმაციო ტურის ფარგლებში, ,,ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონას და ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ . მათ ასოცირებული პროფესორი რამინ ცინარიძე ხელმძღვანელობდა.
სტუდენტები დეტალურად გაეცნენ საბაჟო კონტროლისა და გაფორმების პროცედურებს.
კინოლოგ-ოფიცრებმა ნარკოტიკული საშუალების ძებნა-აღმოჩენაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების მონაწილეობით იმიტირებული ჩვენება გამართეს.
შემოსავლების სამსახური სტუდენტებისთვის, როგორც მომავალი გადასახადის გადამხდელებისთვის, შემეცნებითი ხასიათის პროგრამებს ყოველწლიურად ახორციელებს.
– მადლობას ვუხდით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, საბაჟო დეპარტამენტს სტუდენტებისთვის გაწეული სამსახურისთვის,- გვითხრა რამინ ცინარიძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *