
By
რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, დაშავდა 13 ადამიანი
რუსებმა უკრაინის ქალაქ ოდესას დრონებით შეუტიეს – 10 დარტყმა განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის 3 მაშველი.
მაშველების განცხადებით, ოთხსართულიანი საცხოვრებელი შენობა მთლიანად ცეცხლის ალშია გახვეული.
საგანგებო სიტუაციების სამსახური ცნობით, დაზიანდა 23-სართულიანი საცხოვრებელი შენობა, სადაც ხანძარმა მე-18, მე-19 და მე-20 სართულები მოიცვა. მრავალსართულიანი შენობიდან 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძარმა ასევე გაანადგურა 5 საცხოვრებელი შენობა და 3 ავტომობილი.