
By
შავი ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 ივნისიდან 28 ივნისამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით 26 – 31 გრადუსი სითბო, ღამით 15 – 20 გრადუსი სითბო.
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 29 ივნისს დღისით და მომდევნო 2 დღეს (30 ივნისს და პირველ ივლისს) მოსალოდნელია დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა.