18 C ბათუმი
Saturday 28th June 2025
ირაკლი კობახიძე: გრძელდება ყველა წარმატებული ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება
By

ირაკლი კობახიძე: გრძელდება ყველა წარმატებული ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ უმნიშვნელოვანეს პროგრამებზე.
„მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წლის შემდეგ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაზიარდა 4-ჯერ და კიდევ უფრო მეტად. მანამდე ეს იყო, პრაქტიკულად, მიტოვებული სფერო, ადამიანებზე ზრუნვა არ იყო წინა ხელისუფლების პრიორიტეტი, ეს ყველას ძალიან კარგად გახსოვთ. თავისთავად უკვე სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი ხელისუფლება ადამიანებზე და კონკრეტულად ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. 4-ჯერ და მეტად არის გაზრდილი დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში. შესაბამისად, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 2012 წლის შემდეგ შემცირდა 73%-დან 41%-მდე: აქაც ხედავთ, რომ შთამბეჭდავი განსხვავებაა. გრძელდება ყველა წარმატებული ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, სოფლის ამბულატორიებს დაეთმო განსაკუთრებული ყურადღება, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აშენდა და აღიჭურვა 22 სოფლის ამბულატორია, დაიწყო 12 ახალი ამბულატორიის მშენებლობა, დაგეგმილია დამატებით 4 ამბულატორიის მშენებლობა.
„ეს არის მიმდინარე პროცესი. 50 ამბულატორიაში განახლდა აპარატურა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

  • No Comments
  • ივნისი 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *