18 C ბათუმი
Saturday 28th June 2025
ირანის საგარეო მინისტრი – ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებმა სერიოზული ზიანი გამოიწვია
By

ირანის საგარეო მინისტრი – ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებმა სერიოზული ზიანი გამოიწვია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განცხადებით, აშშ-ის დარტყმებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დიდი და სერიოზული ზიანი გამოიწვია, – ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უნდა ვთქვა, რომ ზიანი დიდი და სერიოზულია, მაგრამ უნდა მოვიდნენ თუ არა „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ ინსპექტორები და უნდა იყვნენ თუ არა სრულად ინფორმირებულები, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის კანონის შესაბამისად უნდა იქნას მიღებული. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროების უზენაესმა საბჭომ უნდა მიიღოს“, – განაცხადა არაღჩიმ.
შეგახსენებთ, ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ქვეყნის თანამშრომლობის შეჩერებას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ირანის უშიშროების უზენაესმა საბჭომ უნდა მიიღოს.

 

  • No Comments
  • ივნისი 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *