
By
შუასოფელში სკოლა-ფილიალი შენდება
ხულოს რაიონის ორ სოფელს – დანისპარაულსა და რიყეთს შორის არსებული დასახლება შუასოფლის სახელითაა ცნობილი. წლებია, დასახლებაში დაწყებითი სკოლა, ახლა – სკოლა-ფილიალი მოქმედებს. შენობა ამორტიზებული იყო. წელს ახლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მეორე სართულის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. პროექტისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ 300 000 ლარი გამოყო.
მიმდინარე სამუშაოებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
– ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში დაიწყებენ სწავლას. მათ უსაფრთხო და კომფორტულ სასწავლო გარემო ექნებათ, – თქვა ჯამბულატ მელაძემ.
თამაზ მგზავრიძე
გალერეა
