18 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
By

ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თანამდებობა დატოვა და აღნიშნა, რომ ის რჩება „ქართული ოცნების“ ერთგული.
„დღეს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას.
მინისტრობის პერიოდში, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, განათლების ყველა საფეხურის ხარისხის ზრდის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის, არაერთ ნოვატორულ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელთა ბოლომდე მიყვანას, მჯერა, ახალი მინისტრი უზრუნველყოფს.
მადლობა მსურს გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან განათლების სისტემის განვითარებას და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას.
მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგებს და სამთავრობო გუნდს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთების შესაძლებლობა მქონდა“, – წერს სოციალურ ქსელში
ალექსანდრე წულაძე.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *