ირაკლი ფავლენიშვილი  – საპროტესტო მოძრაობას ალტერნატივა არ აქვს
By

ირაკლი ფავლენიშვილი  – საპროტესტო მოძრაობას ალტერნატივა არ აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა  ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ  „ ქართული ოცნების“  რეჟიმის გასტუმრების რეცეპტი არის  მხოლოდ მშვიდობიანი რევოლუცია. მისი თქმით, საპროტესტო მოძრაობას ალტერნატივა არ აქვს. „ივანიშვილის სისტემა იმდენად ძალმომრეობაზეა გადასული, რომ სახელმწიფო განადგურების პირას ჰყავს მიყვანილი. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, გრძელვადიანი ბრძოლის დროც არ გვაქვს, ახლავე უნდა გადავიდეთ მოქმედებებზე და ის საპროტესტო ტალღა, რომელიც ამდენი ხანია, დაიწყო, აუცილებლად უნდა მივიყვანოთ კულმინაციურ მომენტამდე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეჟიმზე, რომელსაც მიტაცებული აქვს ინსტიტუციები, არჩევნებსაც აღარ ატარებს, მათ შორის კონსტიტუციურ პრინციპებსაც არ ცნობს, მშვიდობიანი რევოლუციები არის მსგავსი რეჟიმების გასტუმრების რეცეპტი. ამიტომაც საპროტესტო მოძრაობას ალტერნატივა არ აქვს. თორემ კონსტრუქციულ პოლიტიკურ პირობებში ოპოზიციური პოლიტიკური ძალები არჩევნების გზით აღწევენ თავის მიზანს. როდესაც არჩევნები გაუქმებულია, დარჩენილია ერთადერთი გზა, საპროტესტო მოძრაობა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

  • No Comments
  • აგვისტო 14, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *