
გურამ მაჭარაშვილი: ერთი საკითხი მაინც დააყენონ, რომელიც საქართველოს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესრულებას უშლის ხელს
საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „ხალხის ძალის“ წამომადგენელი გურამ მაჭარაშვილი, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხზე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ქართული სახელმწიფო არ გააუქმებს არცერთ საკითხს, რომელიც იცავს ქართულ ტრადიციას, სუვერენიტეტს, მშვიდობას, ქართველი ხალხის განვითარებას და ეროვნულ იდენტობას.
„რა საკითხი უნდა დაგვისვან ისეთი, რომ მასში ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი გავცვალოთ? ერთი საკითხი მაინც დააყენონ, რომელიც საქართველოს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესრულებას უშლის ხელს. როგორც კანდიდატის სტატუსზე გვქონდა მოლოდინი, რომ არეულობას შეეცდებოდნენ, ასეთივე მოლოდინი გვაქვს ახლაც. თუ გვთხოვენ, რომ გავნადგურდეთ და აღარ იყოს აღარც ტრადიცია, აღარც სიმშვიდე და იყოს ომი, ქაოსი, რა საკითხი უნდა დაგვისვან ისეთი და რა ვიზა უნდა მოგვცენ, რომ ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი გავცვალოთ, თან უსამართლოდ? ერთი საკითხი მაინც დააყენონ, რომელიც საქართველოს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესრულებას უშლის ხელს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.