
By
მიმდინარე საქმიანობები შეაჯამეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ზაზა დიასამიძემ, რომელიც მეორე ვადით მერობისთვის ემზადება, მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული საკითხები. ისაუბრეს სოციალურ და კულტურულ მიმართულებებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე პროექტების დროულად და ხარისხიანად დასრულებაზე.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი მომავალში დაგეგმილი პროექტების დეტალური განხილვა იყო.