
By
Google შეფერხებით მუშაობს
Google, Youtube, Gmail-ი და კომპანიის სხვა სერვისები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, შეფერხებით მუშაობს. როგორც სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, ვერ ახერხებენ Gmail-ის ანგარიშზე შესვლას, ასევე Youtube-ისა და Google-ის გამოყენებას.
დაზიანებების შესახებ შეტყობინებები სწრაფად გავრცელდა downdetector.com-ზე და სოციალურ ქსელებში.
გავრცელებული ინფორმაციით, სერვისებზე წვდომას ვერ ახერხებენ თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და საქართველოდან.
შეფერხებები არ შეხებია ყველა Google სერვისს, თუმცა დაზარალებული აპლიკაციები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ბევრი მომხმარებლისთვის.