
სკების გაცემა გრძელდება
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სკების გაცემა გრძელდება.
ხულოს მუნიციპალიტეტში სკების განაწილების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე დაესწრო.
„ქვეპროგრამა მეფუტკრეობის დარგის განვითარების, ფუტკრის ოჯახების გამრავლებისა და ამორტიზებული სკების ჩანაცვლების მიზნით ხორციელდება. ხულოს მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში 200-მდე სკა გადაეცათ. პროგრამა ხორციელდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში და ჯამში მეფუტკრე ფერმერებზე გაიცემა 2000 სკა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გალერეა
