
By
პირველი ათეული ცნობილია
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პროპორციული სიის პირველი ათეული წარადგინა. რიგითი ნომრები ასეთია: მერაბ დავითაძე, ზვიად ათაბაგი, რამაზ ზოსიძე, ჯუმბერ დუმბაძე, იური ბერიძე, მიხეილ ბათაძე, გელა მჟავანაძე, ანა მიქელაძე, ასლან ბერიძე, ციცინო ბერიძე.
შუახევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: დაბა შუახევის ოლქში – მერაბ დავითაძე, უჩამბის – რამაზ ზოსიძე, ბარათაულის – ჯუმბერ დუმბაძე, ჭვანის – გელა მჟავანაძე. დანარჩენ 4 საარჩევნო ოლქში კანდიდატები „ლელოს“ ჰყავს.
თამაზ მგზავრიძე