ბათუმისა და აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის საერთო კანდიდატები წარადგინეს
By

ბათუმისა და აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის საერთო კანდიდატები წარადგინეს

„ლელო – ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმისა და აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის საერთო კანდიდატები წარადგინეს.

ბათუმის მერის კანდიდატად წარდგენილია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გოჩა გუგუნავა. ქობულეთის მერობის კანდიდატად „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერი პაატა ცივაძე დასახელდა. ხულოს მერობისთვის ირაკლი ბოლქვაძე იბრძოლებს, პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“. ნათია მგელაძე შუახევის მერობის კანდიდატი იქნება კოალიციიდან „ლელო – ძლიერი საქართველო”.

ქედაში „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატია რამაზ დავითაძე. ასევე, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი იბრძოლებს ხელვაჩაურის მერობისთვის – კანდიდატად ბადრი მამულაძეა წარდგენილი.

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *