
შეხვედრები გრძელდება
ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად იგი სოფელ ფაჩხის მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა ინფორმაციები სოფლის პრობლემებთან დაკავშირებით. ეს საკითხებია: ტურიზმის განვითარება, მოსახლეობის ადგილზე დამაგრება და დასაქმება, სტიქიის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარება.
– მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის პოზიცია დაფიქსირდეს და ჩვენი სამოქმედო გეგმა სწორედ მოსახლეობის რეალურ საჭიროებებზე იყოს მორგებული. ჩემთვის პრიორიტეტია სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა და სოციალური პრობლემების დროული გადაჭრა. შეხვედრებისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მხოლოდ ერთად, ერთმანეთის მოსმენითა და თანამშრომლობით შევძლებთ უკეთესი მომავლის შექმნას, – თქვა ვახტანგ ბერიძემ.
თამაზ მგზავრიძე