პროგრამების რაოდენობა და ბიუჯეტი მომატებულია 
By

პროგრამების რაოდენობა და ბიუჯეტი მომატებულია 

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ყოველ წელს ზრდის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსებასა და რაოდენობას. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ გვითხრა: წელს პროგრამების ბიუჯეტი განისაზღვრა 2 740 700 ლარით, განხორციელდება 25 მიზნობრივი პროგრამა, მათ შორის 7 ახალია.

ესენია: ოპერაციებისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა; მოვლის საჭიროების მქონე შშმ პირებისა (ეტლით მოსარგებლე) და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული (საწოლს მიჯაჭვული) ბენეფიციარებისათვის კვარტალური ფინანსური დახმარება; ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამა; თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურების მიზნობრივი პროგრამა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის; მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა; სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვების უზრუნველყოფის პროგრამა; ავარიული სახლების მქონე და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა; ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა; გაჭირვებულ ოჯახებზე გარდაცვლილ პირთა დასაფლავებისთვის გასაცემი ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა; უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიზნობრივი პროგრამა; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების  დახმარების პროგრამა; ვეტერანთა ერჯერადი მატერიალური დახმარების  პროგრამა ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით; სპეციფიკური სამკურნალო კვების პროდუქტების შეძენისათვის ფინანსური დახმარების მიზნობრივი პროგრამა; დიალიზის პროგრამაში ჩართული შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ტრანსპორტირების მიზნობრივი პროგრამა; სიღარიბის ზღვარს  ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის სახურავების შეძენა; სოციალურად დაუცველი (ღატაკი) ოჯახების დახმარების პროგრამა; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისათვის დახმარების მიზნობრივი პროგრამა.

ახალი პროგრამებია: პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამა; პაციენტის განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროებებით უზრუნველყოფის პროგრამა; უსინათლოთა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფის პროგრამა; 18 წლამდე შშმ ბავშვთა კლიმატოთერაპიის საკურორტო-სარეაბილიტაციო პროგრამა; შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახში ახალდაბადებული ბავშვის მატერიალური დახმარების პროგრამა; ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და ტრავმული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა; მრავალშვილიანი ოჯახების წევრი სტუდენტების ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა. ახალი პროგრამების ნაწილი საკრებულოს წევრების მიერაა ინიცირებული. პერიოდულად და მიზნობრივად მიმდინარეობს პროგრამების ბიუჯეტის ათვისება.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *