ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება
By

ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება

ევროკომისიის პრესსპიკერ  მარკუს ლამმერტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ივლისში გაგზავნილ წერილს. „ჩვენ ჯერ კიდევ ვაფასებთ წერილს და კომისია ელოდება, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს კომისიის ყველა რეკომენდაციაში წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად“. მანვე დასძინა, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვა „დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“.
„გასულ კვირას, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში დემოკრატიის წინააღმდეგ დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვით. ეს არის კიდევ ერთი თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებებზე და სასამართლო სისტემის გამოყენება რეპრესიის ინსტრუმენტად. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა მარკუს ლამმერტმა.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *