აგვისტოში 54 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა
By

აგვისტოში 54 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ 2025 წლის იანვრიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 54 ფაქტი გამოვლინდა.

სამართალდარღვევებიდან 46 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 158 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 46 ფაქტიდან, ერთი სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 7 – სამცხე-ჯავახეთის, 13 – გურიის, 7 – ქვემო ქართლის, 10 – კახეთის, 1 – მცხეთა-მთიანეთის, 5 – შიდა ქართლის და 2 – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

ამას გარდა, აგვისტოში სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 8 ფაქტი გამოვლინდა. აქედან 1 – სამცხე-ჯავახეთის, 1 – ქვემო ქართლის, 5 – შიდა ქართლის, ხოლო 1 რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ.

2025 წლის იანვარ-აგვისტოს, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 418 ფაქტია გამოვლენილი. „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1093 კუბური მეტრი შეადგინა.

  • No Comments
  • სექტემბერი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *