ანა ბუჩუკურის განმარტებები პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით
By

ანა ბუჩუკურის განმარტებები პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრ ანა ბუჩუკურის განცხადებით, მისი პარტია საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, პირველ არხთან საუბარში კი განმარტა, პარტიის რვა წევრმა პარლამენტს რა სახის წერილებით მიმართა.

ბუჩუკურის თქმით, პარტიის რვა წევრის წერილი პროცედურული ხასიათისაა, რისი ვალდებულებაც მათ რეგლამენტის შესაბამისად ჰქონდათ.

„ჩვენ პოლიტიკურ ბოიკოტში ვრჩებით, მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. პარლამენტისადმი მიმართვა პროცედურული საკითხია, რომელიც თავის დროზე, 6-7 თვის წინაც გავიარეთ, დეკლარაციის შევსებაც მოხდა. ჩვენ პოლიტიკურ ბოიკოტში ვრჩებით. წერილით მიმართვა ვიღაცას სჭირდებოდა, ვიღაცას – არა, ეს პროცედურული საკითხია. შეგიძლიათ, თითოეული წერილის შინაარსი ნახოთ. ვიღაცას რაღაც გარემოების გათვალისწინებით მიმართვის ვალდებულება ჰქონდა, ვიღაცას – არა, წინაზეც ასე იყო. ნამდვილად პოლიტიკურ ბოიკოტში ვრჩებით“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

არსებული ინფორმაციით, „გახარია – საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის რვა წევრი პარლამენტში შედის, თავად პარტიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

  • No Comments
  • სექტემბერი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *